უგულავა – რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი, ფუნდამენტური და არ იცვლება არანაირ ცესკოს ეფემერულ რეფორმაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოპოზიციის ნაწილი გარკვეული რეფორმების პირობის სანაცვლოდ, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს.

უგულავას თქმით, რიგგარეშე არჩევნები გადამწყვეტია და არანაირ რეფორმაში არ იცვლება.

„თავად იმ პარტიებისთვის, რომლისთვისაც ეფემერული ცესკოს რეფორმა შეიძლება საკმარისი იყოს, თვითონ უნდა თქვან. მე არ ვაპირებ მაინც და მაინც ვინმესკენ თითის გაშვერას. ჩვენთვის და ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს და მათ შემადგენლობას, რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი, ფუნდამენტური და არ იცვლება არანაირ ცესკოს ეფემერულ რეფორმაში“, – აცხადებს უგულავა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიალოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა