უგულავა ოცნების კანდიდატებზე: ერთი ქალი წამლად , დაღლილი სახეები , ესაა დღეს 41

„მუნჯების, არაფრისმაქნისი, ფულს დახარბებული, პირადი პატრონ ყმობით შერჩეული მაჟორიტარების კოხორტა. მითხარით, მიკროფონთან თუ მისულა ენუქიძე, ბოლქვაძე, ოდიშარია, ხახუბია, ჭიჭინაძე. ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41“ – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა საკუთარ Facebook გვერდზე ქართული ოცნების მიერ დასახელებულ მაჟორიტარების სიას.

უგულავამ Facebook პოსტში ასევე აღნიშნა, რომ ოცნებას კანდიდატები წინა ხელისუფლებიდანაც ჰყვს.

„რა სასაცილოა კობახიძე- ვინც წინა ხელისუფლებისგან ყავთ პორტირებული ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე- ასე ახასიათებს: გამოირჩევა რეგიონის კარგი ცოდნით.

პ.ს. მუნჯების, არაფრისმაქნისი, ფულს დახარბებული, პირადი პატრონ ყმობით შერჩეული მაჟორიტარების კოხორტა. მითხარით მიკროფონთან თუ მისულა ენუქიძე, ბოლქვაძე, ოდიშარია, ხახუბია, ჭიჭინაძე. ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41“,-წერს უგულავა Facebook გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით , ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს