უგულავა – “ოცნების” გეგმა არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვაა, სასაკალოს გვიწყობენ

“ოცნების გეგმა გასაგებია. არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა. სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ” – წერს პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში და 1-10 აგვისტოს ჩათვლით ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს.

უგულავა Facebook-ის პოსტში, არსებული ვითარებიდან გამოსვლის ორ გზაზე საუბრობს:

“1 აგვისტო 33 ადამიანი!
2 აგვისტო 23 ადამიანი!
3 აგვისტო 34 ადამიანი!
4 აგვისტო 38 ადამიანი!
5 აგვისტო 38 ადამიანი!
6 აგვისტო 30 ადამიანი!
7 აგვისტო 38 ადამიანი!
8 აგვისტო 30 ადამიანი!
9 აგვისტო 44 ადამიანი!
10 აგვისტო 54 ადამიანი!
მხოლოდ 2021 წლის 1-10 აგვისტოს გარდაიცვალა 362 ადამიანი!!

ოცნების გეგმა გასაგებია. არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა. სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ამიტომ

1. უნდა ავიცრათ

2. ორი ოქტომბრის რეფერენდუმზე ეს გვამებით მოვაჭრე ოცნება უნდა გავაგდოთ”, – წერს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს
შემდეგი სტატიაჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს