უგულავა: ნუ წარმოვიდგენთ, რომ მთელი მსოფლიო საქართველოზე ფიქრობს

“ნუ წარმოვიდგენთ, რომ მსოფლიო საქართველოზე ფიქრობს. იმ 7 ევროპარლამენტარს და კიდევ დამატებული 3-4 ადამიანი, ეგ არის მაქსიმუმი ვინც წლების განმავლობაში პერმანენტულად და თანმიმდევრულად მისდევს საქართველოს თემას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

უგულავას თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი ოპონენტი იყო ვიოლა ფონ კრამონი, მაგრამ ის საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია.

“ნუ წარმოვიდგენთ, რომ მთელი მსოფლიო საქართველოზე ფიქრობს. მთელი კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი და ჩინეთის კომპარტიაც ჩვენზე ფიქრობს. ეს ასე არ არის. საქართველო პატარა ქვეყანაა, მნიშვნელოვანი მდებარეობით, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობელებით. იმ 7 ევროპარლამენტარს და კიდევ დამატებული 3-4 ადამიანი, ეგ არის მაქსიმუმი ვინც წლების განმავლობაში პერმანენტულად და თანმიმდევრულად მისდევს საქართველოს თემას. უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს წარმატება.

ვიოლა ფონ კრამონი ახსენეთ და ჩვენი ძალიან დიდი ოპონენტი იყო, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ ის არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მას ყოველთვის ჰკითხავენ საქართველოზე აზრს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაში იქნება ის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე – პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო, მერობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია
შემდეგი სტატიაბოკერია: ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში ვერ შეიცვლება