უგულავა: მოგაწებებენ იარლიყს, რომ “ნაცი” ხარ და სახელმწიფო შენ არ დაგიცავს

“8 წელიამეორეხარისხოვან ადამიანებად გვაცხადებენ, მოგაწებებენ იარლიყს, რომ “ნაცი” ხარ და სახელმწიფო შენ არ დაგიცავს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც უგულავა ამბობს: “სასამართლო შენთვის არ არსებობს, პროკურატურა შენ წინააღმდეგაა”.

“გინდა თუ არა, ელაპარაკები შენი ქვეყნის მთავრობას. ეს მოცემულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით კითხვები მაქვს, მაინც მთავრობაა. პრობლემა მათშია, რომელიც 8 წელია მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გვაცხადებენ. ყველაფერი დაშვებულია ჩვენ წინააღმდეგ რომ გააკეთონ. დაგახვედრებენ ვიღაცას გცემენ, არასდროს არ გამოიძიებენ ან პირიქით, აქეთ მოძალადედ გამოგიყვანენ. სასამართლო შენთვის არ არსებობს, პროკურატურა შენ წინააღმდეგაა. ეს ხომ ფაქტია და 8 წელია ამ რეჟიმში ვართ. მოგაწებებენ იარლიყს, რომ ნაცი ხარ და მერე შეიძლება ყველაფერი ქნან და სახელმწიფო არ დაგიცავს. ეს მოლაპარაკებები უნდა დამთავრდეს იმით, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიდანიელსონი: ხვალ იქნება დოკუმენტი, თუ მიიღწევა შეთანხმება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები
შემდეგი სტატია“ოცნების” შემწირველმა კომპანიამ 27 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი