უგულავა – მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსურდულობის რამდენიმე ასპექტია

„რამდენიმე ასპექტია აბსურდულობის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. პირველი ეს არის ადამიანური და სამართლებრივი. სამართლებრივად ეს არის სრული ნონსენსი. ვისაც ჩაუხედავს საქმეში, ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი პოლიტიკური საქმეები. მეორეა სუფთა ადამიანური – ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად ემუქრება საფრთხე და ჩვენ ეს ვნახეთ. მესამე არის პოლიტიკური – უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში, რომ ვერ გადაწყვეტს შენ პირად პრობლემებს შენი პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმით! როდესაც ადამიანს მოსახლეობის მინიმუმ 1/3 მხარს უჭერს, ის არჩევნებზე უნდა დაამარცხო. სხვა შემთხვევაში, ამ გზას თუ არ აირჩევ, შენ თვითონ მოხვდები განსასჯელის სკამზე, ოღონდ აღარავინ გეყოლება მხარდამჭერი. მე ვარ ამ საქმეზე ბრალდებული. წინა სხდომაზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი დამეტოვებინა და ახლაც არ მიშვებენ. ესეც უკანონობაა. მაქვს უფლება ახლა დარბაზში ყოფნის. თუ რამე პრივილეგია აქვს ბრალდებულად ყოფნას, ეს დარბაზში ყოფნაა და მეც არ მიშვებენ. სასამართლოში სააკაშვილის მოყვანაზე საერთაშორისო დიდი ზეწოლა იყო, თუმცა, პროცესი ღია, საჯარო და გამჭვირვალე რომ არ არის, ჩანს, რადგან ეზოში შეშვების უფლებასაც კი არ აძლევენ ადამიანებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა, პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს