უგულავა: მე ხომ სხვისას კი არა, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, რა არის აქ საღლიცინო

გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გიგი უგულავამ თქვა, რომ მზად იყო საქართველოს ბანკში, ყაჩაღის მიერ აყვანილ მძევლებს ჩანაცვლებოდა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ამასთან დაკავშირებით, უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში განცხადება გააკეთა:

“რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ, რა, ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი? ამიტომ, ვისაც პოპულიზმი ჰგონია, პოპულიზმი არის, როცა ვიღაც რაღაცას იტყვის და იქიდან არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ ერთი პროცენტი არსებობს, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკია და მე, ბუნებრივია, ამ რისკს გავიღებდი. თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამე პოლიტიკოსს მოენდომებინა? რა? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი. რა არის აქ საღლიცინო და რა არის აქ საპოპულიზმო? ”

banner
წინა სტატიაშიმკვლელობით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მარტყოფში – რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი
შემდეგი სტატიარუსტამ ლატიპოვი: თავდამსხმელს აფხაზეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს