უგულავა კობახიძის განცხადებაზე – ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში.

ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებების გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას. ამრიგად, ამით არაფერი იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – აიძულო პარტიები, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა