უგულავა კობახიძეზე – გაკოჭილი დაამთავრებს

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იტყუება, როცა ამბობს, რომ უგულავას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია.

უგულავა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოში ის გაიმარჯვებს და როცა ეს მოხდება ირაკლი კობახიძე აღარავის ემახსოვრება.

“იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და “რაზგონით”, რა “რაზგონითაც” ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან”,-თქვა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია
შემდეგი სტატიაკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო