უგულავა ხოშტარიას წასვლაზე: ადამიანს უნდა, რომ იყოს და იბრძოლოს მარტო

” არანაირი უთანხმოება არ ყოფილა ელენე ხოშტარიასა და პარტიას შორის. ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო, ამის უფლება და საშუალება მას აქვს. მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, იქნება ის პარტიულ სტრუქტურაში გაერთიანებული, თუ იქნება მარტო, ღირებულია, როდესაც გაცნობიერებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები და ელენეს ეს სრულად აქვს გათავისებული. ის წინა ხაზის ერთერთი მებრძოლია, ასეთად დარჩება. დანარჩენში მე პრობლემას ვერ ვხედავ”-ასე უპასუხა ე”ვროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა გახდა ელენე ხოშტარიას მიერ გუნდის დატოვების მიზეზი.

banner
წინა სტატიაში“ელენე ხოშტარიასთან თანამშრომლობაზე აუცილებლად ვიფიქრებ”
შემდეგი სტატიამუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო