უგულავა: ხელისუფლება გავეშებულია და ყველაფერზე მიდის

“ხელისუფლება გავეშებულია და ყველაფერზე მიდის. რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება, როდესაც გუშინ 2 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და ძმაკაცის სიკვდილამდე მიყვანა დააბრალეს.

მანამდე, 3 კვირა იმიტომ, რომ იმედის ეთერზე დაეწერათ, რომ გარეჯი საქართველოა, 2 კაცი დაიჭირეს. წარწერა გაქრა და დღეს გარეჯი ისე არ ანაღვლებთ, როგორც აქამდე არ ანღვლებდათ. არაფერი არ უდნა გვიკვირდეს, ესენი ყველა ბრუტალობას გამოიყენებს. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, აუცილებლად დამარცხდება.

რასაც დათესავს [ივანიშვილი] იმას მოიმკის, ზამბარა უკვე იქამდე გაწელა, ცხვირში ისე მოხვდება, შვილებს და შვილიშვილებს ემახსოვრება. ”-აცხაებს უგულავა

banner
წინა სტატიაში“აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ”
შემდეგი სტატიასპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა