უგულავა ხაზარაძის გადადგომაზე: სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში

“პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ, ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ, [ბიძინა] ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.

შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა.
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია ”- განაცხადა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმ გიგი უგულავა TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, გადადგომის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: მთელ ჩემს ენერგიას ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი
შემდეგი სტატიაისრაელმა რუსული С-300-ისა და С-400-ის “დამსამარებელი” აჩვენა (video)