უგულავა: ივანიშვილი თუ კობახიძეზე გააკეთებს სწორებას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი შიზოფრენიის გამწვავებასათან გვაქვს საქმე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ქართული ოცნების თავჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.
უგულავას თქმით, კობახიძე ივანიშვილის გუნდის წევრებს შორის გამოირჩევა თავისი მორჩილებით და ყველაფრის მკადრებლობით.
უგულავამ აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი კობახიძეზე გააკეთებს სწორებას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს უკიდურესი შიზოფრენიის გამწვავებასთან, რადგან მისი დატოვება მხოლოდ სიშლეგის პროეცირებას ნიშნვას.
„ირაკლი კობახიძე ივანიშვილის გუნდის წევრებს შორის არის არამარტო მხოლოდ ყველაზე ოდიოზური, არის ყველაზე უფრო მორჩილი, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის შემსრულებელი. ამავე დროს, ის არის კლინიკური შემთხვევა და ივანიშვილი თუ მასზე გააკეთებს სწორებას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი შიზოფრენიის გამწვავებსათან გვაქვს საქმე, რადგან კობახიძის მემკვიდრედ დატოვება ნიშნვას მხოლოდ სიშლეგისა და სიგიჟის პროეცირებას სამწუხაროდ მთელ ქვეყანაში, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება.“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში, მობაილ ან ინტერნეტბანკიდან
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ივანიშვილმა ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და „დაგვიტოვა” სიღატაკე და უსამართლობა