„უგულავა იქნება თუ არა პოლიტიკური კონკურენტი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“ – დავით სერგეენკო

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ კომენტარები მინისტრთა რიგებში კეთდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გიგი უგულავას პოლიტიკურ კონკურენტად აღქმის თაობაზე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს:

„უგულავას გათავისუფლების შესახებ მედიიდან გავიგე, არ ვარ ჩახედული დეტალებში, როგორც შევიტყვე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შეხებოდა ამნისტია და შეუმცირდა პატიმრობის ვადა და გამოვიდა. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს და იქნება თუ არა კონკურენტი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაში„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ“ – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო