უგულავა – ღარიბაშვილი ტყუის !

გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს. საუბარია იმ განცხადებაზე, რომელიც პრემიერმა აუდიოჩანაწრებეთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერი ფაბრიკაციის შედეგია და რომ 2010 წელს ფონდ “ქართუში” მუშაობის გამო, ხშირად ჰქონდა შეხვედრები და კონტაქტი მაშინდელი ხცელისუფლების წარმომადგენლებთან.

ღარიბაშვილმა ერთ ერთ ასეთ პირად თბილისის მაშინდელი მერი, გიგი უგულავა დაასახელა:

ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ “ქართუსთან” ურთიერთობა სრულად გაწყვეტი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან, მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან არავისთან ქართუდან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი – გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – არავითარი შეჭრა არ იგეგმება, პანიკის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე – მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ