უგულავა – ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას არა – ტანგოს მედიატორი არ სჭირდება

შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას – არა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „როგორც ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, მოლაპარაკებებში პროგრესისთვისაც საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა“.

უგულავას განცხადებით, საქართველო ჩამოყალიბდა ისეთ ქვეყნად, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ნორმალური კომუნიკაცია არ შეუძლია მედიატორების გარეშე, რაც ამ პროცესს რადიკალურად განასხვავებს ტანგოს ცეკვისგან.

„მე ვფიქრობ, სურვილი ჰქონდათ ხატოვანი შედარება ყოფილიყო, მაგრამ აშკარად უგერგილო შედარება გამოვიდა, იმიტომ, რომ ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას – არა, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩამოვყალიბდით ქვეყნად, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას არ შეუძლია ნორმალური ლაპარაკი და მას აუცილებლად მედიატორი სჭირდება და ტანგოს მედიატორი არ სჭირდება მოგეხსენებათ – ფასილიტატორი შეიძლება სჭირდება მწვრთნელის სახით, მაგრამ არა მედიატორის სახით, რომელმაც დღის წესრიგი პირდაპირ განსაზღვრა. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ იმის გამო, რომ ძალიან მაღალი ჩართულობაა, შედეგი იქით ან აქეთ ძალიან სწრაფად უნდა დაიდოს. მე ვერ ვივარაუდებ შედეგს, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ხელისუფლება, რომელმაც სიგიჟეების კასკადი ჩაიდინა და ქვეყნისა და საკუთარი თავის მდგომარეობა თვითონვე დაიმძიმა. შტურმი, მელიას დაპატიმრება და ყველაფერი ეს თანმხლები მოვლენები თავის თავს თვითონ „გაუჩალიჩა“ როგორც იტყვიან, მერე კი გამოვიდნენ პარლამენტში ეს ექსკვიზიტური ეგზემპლარები და საუბრობდნენ, რომ მათ თავისი თავი თვითონ დაარბიესო,“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ
შემდეგი სტატიაელისაშვილი – სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს