უგულავა – ძალადობის წამახალისებელი ჯგუფები იმართება ღარიბაშვილისა და მისი კლანის, სუს-ისა და ხელისუფლების მიერ

ძალადობის წამახალისებელი და ორგანიზატორი ჯგუფები საქართველოში იმართება კონკრეტულად ღარიბაშვილისა და მისი კლანის, სუს-ისა და ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

ამასთან, უგულავა ამბობს, რომ ისინი ასრულებენ ივანიშვილის დავალებას.

„ეს არის ამ გუშინდელი მარაზმის, აპოკალიპტური მხეცის პოლიტიკური ნაწილი, რელიგიურ ნაწილს სამწუხაროდ, ხელმძღვანელობს საპატრიარქო და ამ ვანდალიზმის ბოლო კურთხევის მიმცემი იყო მეუფე შიო. უდავოა, ეს არის მის კარიერაზე შავი და მძიმე ლაქა, მას ჯერ არ დაუწყია თავისი საქმიანობა, მაგრამ სისხლისღვრა საკუთარ მოქალაქეებზე ამ აპოკალიპტური გავეშებული მხეცის მიქსევით დაიწყო. ეს არის სამარცხვინო და ყოვლად მიუღებელი.

ამ ხელისუფლების პირობებში ყველა გართულება არის შესაძლებელი; ვნახეთ, არჩევნებისთვის საერთაშორისო პრობლემა შექმნეს იმისთვის, რომ მოგების ილუზია შეექმნათ; ვგულისხმობ, როცა გავეშებულები გაიძახოდნენ, გარეჯი საქართველოა და კინაღამ საერთაშორისო პრობლემა შეუქმნეს ქვეყანას, დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანები. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი. საუბრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა. უბედურება მოხდა, ისტორია შეიცვალა, ისეთი რაღაც მოხდა. შს მინისტრი ვის რაში ადარდებს, ეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია. ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ, მთავრობა ივანიშვილიაბად წავა მაშინ, როდესაც წააგებს არჩევნებს, ამიტომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი. ამ შემოდგომაზე ტარდება რეფერენდუმი, უნდა თუ არა ჩვენს მოქალქეებს ბიძინა ივანიშვილის ღარიბაშვილ-კობახიძისეული შლეგი ვერსიის გაგრძელება თუ მისი მმართველობა, თუ ამისი დასრულება და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია
შემდეგი სტატიასოლიდარობის აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს