უგულავა: დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა

“დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს. ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა.
ამოცანა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი და ხელშესახები. წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. ამისათვის ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. საჭიროა ახალი, დიდი ძალისხმევა, რომ ეს გეგმა შესრულდეს. ამისათვის:
რიგგარეშე არჩევნები; ახალი კოალიციური მთავრობა; ას დღეში ყველა აუცილებელი რეფორმის დაწყება; წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა;
არ გჯერათ? წარმოუდგენელია? კი თუ სახლში დარჩები დღეს. დღევანდელი დღე განსაზღვრავს ეს ილუზიაა თუ რეალობა. მომდევნო ექვსი თვე დიდი ძალისხმევა და მარათონი გვაქვს წინ, მაგრამ წინ ევროპაა. ერთად წავიდეთ შინ, სახლში ევროპისკენ”,-წერს გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშისაია: 3 წელი 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან და ამ დრომდე დაუსჯელი დამნაშავეები
შემდეგი სტატიაგია ნოდია: ხალხმა ჩვენს ქვეყანაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ