უგულავა: ბაზრის ,,რაზვოდჩიკივით” იქცევა პარლამენტის ნომინალური თავმჯდომარე

,,ბაზრის ,,რაზვოდჩიკივით” იქცევა”- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ქმედებას. უგულავას განმარტებით, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლეს თანამდებობის პირმა უნდა დააკონკრეტოს, ვინ იყო ოპოზიციიდან მისული მასთან მოსალაპარაკებლად.

გიგი უგულავას მიაჩნია, რომ კახა კუჭავას ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანა სურს და ამიტომაც არარეალურ ინფორმაციას აჟღერებს.

ელემენტარული ეთიკა და ზრდილობა მოითხოვს, როდესაც ნომინალურად მაინც ხარ პარლამენტის თავმჯდომარე, ასე მოსკოვის ვაგზლის ,,რაზვოდჩიკივით” არ უნდა იქცეოდე. ასე შემოაგდო თემა, უჩინმაჩინის ქუდით ხომ არ იყვნენ მისული, მინიმუმ უნდა თქვას, ვინ იყო მასთან მისული. ასე ხომ არ თქვეს, ოთხნი ვართო, ვიღაცა დეპუტატები იტყვნენ, ხომ? უნდა დაასახელოს კუჭავამ, მე ამას ვერ ვივარაუდებ.

ასე იციან ოლიგარქებმა, ,,რაზვოდჩიკობა”. განხეთქილების შემოგდება უნდათ. ივანიშვილი ვაგზლის ,,რაზვოდჩიკია”, რაც ასწავლა ,,ოცნებას” მაგით მუშაობენ. რომელი თავმოყვარე პარლამენტის წევრი, ან პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს ასეთ განცხადებას? 4 კაცი იყო ჩემთან მოსულიო. საიდან მოვიდნენ, ბატონო კახა, უკანა კარიდან, თუ საკვამურიდან ჩამოვიდნენ?

არა თუ განხეთქილების შემოტანა შეუძლია კუჭავას განცხადებას, არამედ, შიშველმაც რომ იარბინოს კუჭავამ რუსთაველზე, არანაირი ეფექტი არ ექნება. არარაობაა, სჯობს, საქმეს მიხედოს. კუჭავას ნათქვამს ,,ოცნებისთვის” და ქართული საზოგადოებისთვისაც ნულოვანი ფასი აქვს – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ
შემდეგი სტატია“უმკურნალეთ!” – ზუგდიდელი ექიმების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს