უგულავა: არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება და ბოიკოტი გაგრძელდება, თუ კი გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება და ბოიკოტი გაგრძელდება, თუ კი გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ.

როგორც უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, დღეს რურუას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, თუმცა ფიქრობს, რომ ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც არსებობს.

„ბუნებრივია, არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და „ქართულ ოცნებას“არ ვევაჭრებით. ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებული, განსხვავებით ბატონი ივანიშვილსიგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, რომ დღეს მას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ მსჯავრდებული არ არის, ის ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების. თუ მაინც ბრალდებულად ის ვერ გათავისუფლდება, მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიურ მოწყალებას გაიღებს ქალბატონი სალომე“,- განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები
შემდეგი სტატიაშემიძლია, მხოლოდ შევაქო პრეზიდენტი, იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიწევს წინ