უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია – სამადაშვილი

გიგი უგულავას გარდა, საქართველოს პოლიტიკური პატიმრები კიდევ ჰყავს, ასევე ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილი, უგულავას საქმეზე უმრავლესობის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რაც ევროპარლამენტარების მისიის ჩამოსვლას უკავშირდება.

“რაც უფრო მეტი დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე, ძალიან კარგია. დღეს უგულავას საქმე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგი უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი.

პოლიტპატიმარია გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი. პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან მელია, გვარამია, ანუ მთელი ჯარი არის ადამიანების. ამიტომ ჩვენი პოზიციით, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა
შემდეგი სტატია“არ ჰყავს მეუღლე, სტუდენტი შვილი ჰყავს, გადაწყვეტილება სიდუხჭირეს უკავშირდებოდა” – რას ამბობს დედა, რომელსაც ჩვილის გაყიდვას ედავებიან