უგულავა – აიღეთ საქართველოს დროშა, ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა ამ ქვეყანას და გამოფინეთ

აიღეთ საქართველოს დროშა, არც ძვირი ღირს, ან შეკერეთ საქართველოს დროშა და ხუთჯვრიანი, ამ ქვეყნის დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა ამ ქვეყანას, ადექით და გამოფინეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთი გთხოვოთ ყველას, აქ მყოფს და ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ. ყველას შეგვიძლია პროტესტის გამოთქმა. მაგალითად, სოფელი, ჩვენი სოფლები, 3 000 სოფელია საქართველოში, ვინც გვისმენთ, მეგობრებო. აიღეთ საქართველოს დროშა, არც ძვირი ღირს, ან შეკერეთ საქართველოს დროშა და უბრალოდ ადექით და ეს დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი, ამ ქვეყნის დროშა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა ამ ქვეყანას, ადექით და გამოფინეთ ან სახურავზე, ან აივანზე, ან ფანჯარაში, ნიშნად იმისა, რომ საქართველო არ დანებდება, ნიშნად იმისა, რომ საქართველო უკან არ დაიხევს, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის, ნიშნად იმისა, რომ სააკაშვილი შიმშილობს ამ ქვეყნის მომავლისთვის, ნიშნად იმისა, რომ ეს ბრძოლა არის სიმართლისა და უკეთესი ქვეყნისთვის. ეს არის მიშას ოცნება, ეს არის ნორმალური ადამიანების ოცნება, ეს არის საქართველოს უმრავლესობის ოცნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

წინა სტატიაშიმასთან პალატაში არ გვიშვებენ… უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს – ნიკა გვარამიამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ირაკლი კობახიძის განცხადება არის დანაშაულის შემცველი, რადგან თუ ამის უკან მტკიცებულებები არ დევს, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება არამარტო პოლიტიკურის, არამედ სისხლის სამართლებრივის