უგულავა – 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას ვაპირებ, რადგან ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება

მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, იმიტომ რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება.

ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შერჩეული ჰყავთ სამართლებრივი გუნდი, რომელიც მოქალაქეების მიმართ სავარაუდოდ გამოწერილ ჯარიმებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ხელახალი არჩევნები თუ არ იქნება, იქნება ბოიკოტი და აქციები. თუ ჩვენ მხნეობა და გამძლეობა გვექნება, მოვიგებთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი. ერთ და ორ დღეში რეჟიმები ასე არ იქცევიან. ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ არჩევნებზე და შანტაჟის ენა გვესმის. ჩვენ ვიძახით, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ და ისინი გვეუბნებიან, რომ კოვიდი შეგჭამთ. არანაირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არ აქვს კომენდანტის სააათს. 10 საათის მერეც იგივე საფრთხეა.

ეს არის იმისთვის, რომ აქციებზე არ იაროს ხალხმა, ანუ რას გვეუბნებიან თქვენი პროტესტის გამო კიდევ უფრო გაგაღარიბებთო, კიდევ უფრო ჩიხში შევიყვანთ ეკონომიკასო. ესენი გვეუბნებიან, რომ ვარ წამსვლელი ყველაფერზეო, რომ ქვეყანას დედა უტირონ და შენ გაჩერდი, თორემ დედას ვუტირებ. მე რომ გავჩერდე, დედას ისედაც უტირებენ, იმიტომ რომ აქეთ მიყავთ ყველაფერი. ერთადეთი გამოსავალი არის ავიმაღლოთ ხმა. გამძლეობა და მხნეობა დაგვჭირდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას განცხადებით, მორიგი აქცია რუსთაველის გამზირზე შაბათს გაიმართება
შემდეგი სტატიაNGO-ები: საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია