უგანდაში კალიების ჭამის სეზონი დაიწყო… (ფოტოები)

სააგენტო ,,ასოშეიტედ პრესის,, ცნობით, უგანდაში კალიების სეზონი დაიწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან პოპულარული საკვებია…
მწვანე კალიები, რომლებიც როგორც საკვები აღმოსავლეთ აფრიკულ ქვეყანა უგანდაში ძალიან პოპულარულ დელიკატესს წარმოადგენს, ქვეყანაში წვიმების სეზონის დროს, ნოემბრიდან იანვრის ჩათვილთ და მაის-აპრილში, დიდი რაოდენობით შემოესევიან ხოლმე.
კალიების დაჭერით ძირითადად უგანდელი ბავშვები არიან დაკავებული, რომლებიც ქალაქგარეთ ბუჩქებში და მინდვრებში იჭერენ მწერებს… თუმცა არიან ადამიანებიც, რომელთათვის კალიების დაჭერა ბიზნესად იქცა… ისინი ღამის სანათებით ხაფანგებს უწყობენ მწერებს და მათ დიდი რაოდენობით, იჭერენ. აღსანიშნავია, რომ ერთი კილოგრამი საკვებად გამზადებული კალიის ფასი უგანდაში ადგილობრივი ვალუტით 2 ფუნტს (5,5 დოლარს) შეადგენს, რაც ამ ქვეყნის პარამეტრებით არც თუ ცოტა ფულია. საკვებად მოსამზადებლად კი – კალიას ფრთებს, ფეხებს და ულვაშებს აცლიან.
“nsenene-ს” (ასე ეძახიან კალიებს უგანდაში) საკვებად მომზადების დროს მარილს მოაყრიან და ხახვთან ერთად მანამ ბრაწავენ, სანამ მათი მწვანე შეფერილობა ყავისფერ-ოქროსფრად არ შეიცვლება… როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კალიები საკმაოდ არომატული, გემრიელი და ხრაშუნა საკვებია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ცხიმებს. შემწვარი კალიების დასაგემოვნებლად უგანდის დედაქალაქ კამპალაში უცხოელი ტურისტების ავტომობილების რიგებიც შეიმჩნევა… ადამიანების, რომელთაც სურთ უგანდური კალია დააგემოვნონ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერს სეიმიდან გამოსვლაში პოლიცია დაეხმარა
შემდეგი სტატიაცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება ჟურნალისტებისა და ოპოზიციისთვის იქნება ამოქმედებული