უეფამ ხორვატიისა და თურქეთის წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო

უეფამ ხორვატიისა და თურქეთის წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო

15ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ (უეფა) ხორვატიასა და თურქეთის საფეხბურთო ასოციაციების წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიებები დაიწყო – უეფამ სააგენტო dpa-ს მიაწოდა ინფორმაცია. ხორვატიელ გულშემატკივრებს ბრალი ფოირვერკების სათამაშო მოედანზე სროლაში ედებათ ბრალი, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და რასისტულ მოქმედებებში. საბოლოო განაჩენი 20 ივნისს იქნება გამოტანილი.

ხორვატიის პარალელურად, დისციპლინარული გამოძიება დაწყებულია თურქულ გუნდზე იმავე ბრალდებით, რაც ხორვატიელ გულშმატკივრებს წაუყენეს. თურქები, ასევე თავს დაესხნენ ესპანელ ფეხბურთის ფანებს. გადაწყვეტილებას 20 ივნისს გამაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უეფამ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა ინგლისი-რუსეთის მატჩზე არეულობების მოწყობისათვის. რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრების მხრიდან იგივეს განმეორების შემთხევვაში, რუსეთის ნაკრები ევრო-2016-ს გამოეთიშება.

banner
წინა სტატიაშისამარცხვინოა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბინის, მაღაზიის ქურდობებს ჩადიან
შემდეგი სტატიაეგვიპტის ექს-პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს