UEFA-ს კატეგორიის არბიტრი ზაზა ფიფია გარდაიცვალა. ინფორმაციას საფეხბურთო გუნდი “აფხაზეთი” ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საამაყო მეგობარი, აფხაზეთის გუნდის წევრი, უეფას ლიცენზიის მქონე წარმატებული მსაჯი ზაზა ფიფია.
ზაზა, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო.
აფხაზეთის გუნდის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ზაზა ფიფიას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”,_ წერს სოციალურ ქსელში საფეხბურთო გუნდი “აფხაზეთი”.















