UEFA Grassroots Awards – სფფ-ის კოორდინატორი მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით უეფამ გამოარჩია

2020 წლის უეფას Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, სფფ-ის კოორდინატორი მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით – ჯესი სურმავა გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ (მასობრივი ფეხბურთის) ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი: “მასობრივი ფეხბურთის განვითარება და მსგავსი ადამიანების ხელშწყობა წარმოადგენს ფეხურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
ეს ჯილდო ძალიან საამაყოა, მინდა პირველ რიგში მივულოცო ჯესის, მთლიანად ჩვენს გუნდს და ქართულ ფეხბურთს. ჯესი არის მაგალითი იმ სხვა უამრავი ადამიანებისთვის ვინც ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობენ. მე პირადად ვისურვებდი, რომ ყველა რეგიონში გვყავდეს მისნაირი ადამიანი. პროექტი, რომელიც ჯესიმ ფედერაციის ხელსეწყობით განახორციელა, მარტვილელი ბავშვებისთვის ფეხბურთში ჩართულობის მხრივ ძალიან ხელშემწყობი იყო.
ამ პროექტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ დღეს ჩვენ ბევრად მეტი ადამიანი და ბავშვი გვყავს ჩართული ფეხბურთი ვიდრე მანამდე.
ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში აღარ თამაშობენ ფეხბურთს. ამ პროექტმა სწორედ ეს შეძლო.”
ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი, უეფამ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა.
უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს – საუკეთესო გრასრუტ პროექტი, საუკეთესო გრასრუტ ლიდერი, საუკეთესო გრასრუტ კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი. ყოველ წლიურად უეფა აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.
დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯილდოები 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელს გადასცა. ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც უეფას Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო, ხოლო ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა.
ჯესი სურმავა: “2011 წელს მარტვილი იყო პირველი პრეცენდენტი, რომელმაც შეძლო მუნიციპალურ ბალანსზე ჩამოეყალიბებინა საფეხბურთო სკოლა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მასობრივი ფეხბურთის განვითარება და სწორედ ეს გახდა ამ საფეხბურთო სკოლის დაარსების საფუძველი.
ბავშვების პიროვნულ ჩამოყალიბებაში ჩვენი საფეხბურთო სკოლა უდიდეს როლს თამაშობს. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასობით ადამიანს ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაუარესებული სოციალური მდგომარების ფონზე.
კმაყოფილი ვართ იმით რა სახით დღემდე მოვედით, მომავალში კი ჩვენ რეგიონში გვექნება ის ბაზა, რომელიც სრულად მოემსახურება როგორც სასკოლო განათლებას ასევე მასობრივ ფეხბურთს.”
ნიკა ჯღარკავა: “ის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაატყდა თავს, ადეკვატურად აისახა შემდეგ ქართულ ფეხბურთზეც, თუმცა დღეს გვაქვს გამოღვიძების პერიოდი.”

https://gff.ge/ge/media/news/20716

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი: ამოვაშროთ რა ეს 30 წლიანი პოლიტიკური ჭაობი და შევცუროთ რა ოკეანეში, იქ არც “შემთხვევით დაბრენდილები” არიან და არც “დაბრედილები”
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, კიდევ უფრო განვითარებას