UEFA-ს სუპერთასის რამდენიმე ბილეთი გაიყიდა-biletebi.ge განმარტებას აკეთებს

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:46

UEFA-ს სუპერთასის რამდენიმე ბილეთი გაიყიდა-biletebi.ge განმარტებას აკეთებს

მნიშვნელოვანი

  • UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვლავ შეჩერებულია, UEFA-მ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად biletebi.ge-სთვის დამატებით 48 საათი მიეცათ.

სხვა სტატიები

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვლავ შეჩერებულია, UEFA-მ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად biletebi.ge-სთვის დამატებით 48 საათი მიეცათ.

ოფიციალურად ხუთშაბათი უნდა იყოს ის დღე, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა თუ სად და როგორ გაიყიდება სუპერთასის ბილეთები. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დილით ზოგიერთმა მომხმარებელმა მაინც მოახერხა ბილეთების შეძენა.

საიტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც სერვერების გადართვა მიმდინარეობდა და დღეს შეძენილი ყველა ბილეთის თანხა უკან დაბრუნდება. გულშემატკივარი ბილეთების შეძენის დამადასტურებელ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს, აქვე ვრცელდება ინფორმაცია თუ როგორ იკლებდა ბილეთების რაოდენობა სხვადასხვა სექტორში.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:46