უძველეს ადამიანებს სექსი ნეანდერტანელებსა და სხვა პრიმატებთან ხშირად ჰქონდათ

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ნეანდერტანელებთან უძველეს ადამიანს კავშირი ჰქონდა, მათგან ჩვენმა გენომმა 4-7% მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ ჩვენ, ასევე გვაქვს სხვა პრიმატის, დენისელი ადამიანის, ანუ Home altaensis დნმ-ი. კვლევა, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, მოწმობს იმაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა მათი და დენისელების გენები ერთმანეთს შეერია.
ადრე ცნობილი იყო, რომ დენისელებმა და ნეანდერტანელებმა მრავალჯერ გაცვალეს ერთმანეთთან გენები, ისინი დაახლოებით 100 ათასი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.

ახლა მეცნიერების ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი შარონ ბრაუნინგია ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, თანამედროვე ადამიანის 5500 გენომზე მეტი შეისწავლა ევროპიდან, აზიიდან, ოკეანიიდან. აღმოჩნდა, რომ ევროპიდან პერუმდე და კოსტა-რიკამდე თანამედროვე გენომი ემთხვევა ალთაელი ნეანდერტანელების გენომურ სტრუქტურებს.
უფრო მეტიც, ზოგიერთი თანამედროვე ადამიანის დნმ-ი ალთაელი დენისელებისას ემთხვევა, რომლებიც ალთაის მღვიმეებში 2008 წელს აღმოაჩინეს. ეს დამთხვევა გამოკვეთილი აქვთ აღმოსავლეთ აზიელებს.
მაგრამ სიურპრიზი იყო მესამე კლასტერი, რომელიც საერთოდ არ გავს ნეანდერტანელების დნმ-ს და ოდნავ ემსგავსება ალთაელი დენისელებისას.

მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენი წინაპრები, რომლებიც აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიგრირდნენ, დენისელების ორ სხვადასხვა ჯგუფს შეერივნენ, ჩრდილოეთისას და სამხრეთისას. პირველი ჯგუფის დნმ-ი აქვთ იაპოლენებს, ჩინელებს და ვიეტნამელებს. სამხრეთის ჯგუფის გენომები აქვთ პაპუა-ახალი გვინეის მოსახლეობას. სად ცხოვრობდნენ სამხრეთ დენისელები, ჯერჯერობით, უცნობია.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქვემო ქართლში ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიალოკონიკა ჯორჯი გარდაიცვალა