უდუმაშვილი:არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები

ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების მოუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რჩება. პარტიის წევრების თქმით, ისინი 5 ივლისის მოვლენების გამო გამოცხადებული ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დამოკრატიული პროცესებისთვის.

„ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს ცვლილებები ვერ იქნება მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დამოკრატიული პროცესებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ნამდვილად არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივლისისთვის
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განვიხილავთ