უდუმაშვილი – თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო, კი ბატონო

თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო და გვეჭიდავებიან, გინდათ თუ არა ხართო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უმრავლესობას შეუძლია, მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტიდან გასვლას.

უდუმაშვილის თქმით, ფორმალურად როგორ გააფორმებს ამას „ქართული ოცნება“, მნიშვნელობა არ აქვს.

„ამას ფორმალურად როგორ გააფორმებენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ და ისინი ჩვენს განცხადებებს დაეთანხმებიან თუ არა, მათი გადასაწყვეტია. ფორმალურად იმ პარლამენტში ყოფნას რა აზრი აქვს, სადაც სხდომებზე არ მიდიხარ, არც მუშაობაში ხარ ჩართული და მის უფლებამოსილებას არ ცნობ. თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ, ბატონო ამ პარლამენტის წევრებიო და გვეჭიდავებიან, გინდათ თუ არა ხართო, კი ბატონო, ისე იყოს, როგორც უნდათ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ელჩებს ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს
შემდეგი სტატიაბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა