უდუმაშვილი – თითოეული ჩვენი თანამებრძოლი მეორე ტურისთვის მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ

წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად სრულდება და ახლა მთელი ჩვენი ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს იმ 20 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ჩვენმა მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა და ეს დაამტკიცა არჩევნების პირველ ტურში, როდესაც ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირა მხარი, ახლა ზუსტად ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.

თითოეული ჩვენი თანამებძოლი, ოპოზიციის თითოეული წევრი ახლა მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურისთვის. მოვუწოდებთ ყველას, ჩვენს ამომრჩევლებს, მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან სწორედ ამომრჩევლის აქტიურობაზე არის ყველაფერი დამოკიდებული, რათა ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საქართველოს მოსახლეობამ და კოალიციურ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ოფიციალურად გავაფორმოთ 30 ოქტომბერს.

ახლა მთავარია ორი რამ – მაქსიმალურად იაქტიუროს ამომრჩეველმა და მაქსიმალურად დავიცვათ ამომრჩევლის ხმები უკვე საარჩევნო უბნებზე. ამისთვის ჩვენ ვიქნებით მობილიზებულები საარჩევნო უბანთან, რომ არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“, მიიტაცოს არჩევნები. ამის გარანტია იქნება ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლეობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, იაქტიურებს 30 ოქტომბერს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ოპონენტების სასოწარკვეთა ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 951 ადამიანი აიცრა