უდუმაშვილი – სირცხვილის კორიდორი სხვანაირად იქნა აღქმული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ცუდი არაფერია იმაში, თუ ადამიანები საარჩევნო უბნის შორიახლოს მდუმარე აქციას მართავენ.

თუმცა, მისივე თქმით, სირცხვილის დერეფანი აღიქმებოდა ისე, თითქოს, ხალხი აპირებდა საარჩევნო უბნებთან დადგომას, ხმაურს და ა.შ.

„როგორც ვიცი, აჭარაში საუბარი იყო მდუმარე აქციებზე. უბრალოდ, ხალხი უბნის შორიახლოს მდუმარედ რომ დამდგარიყო. სწორი ფორმა არ არის, როცა საარჩევნო უბნებთან კრიმინალები დგანან, თორე, ადამიანები ჩუმად რომ დგანან, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. სირცხვილის კორიდორი სხვანაირად იქნა აღქმული, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ იგეგმება. შედგება თუ არა, ისიც არ ვიცი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, არც ერთი რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა ცესკო-სა და თამარ ჟვანიას ციფრებით, არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში”