უდუმაშვილი – შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს უკანონობა ჩაიდინეს

შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ამნისტია არ შეეხება იმ მოძალადეებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს უკანონობა ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი საფრთხილოა.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნული კანონის განხილვასა და შემუშავებაში არ მონაწილეობს.

„ყველაზე სწრაფი მექანიზმი, რომ ნიკამ მელიამ საპატიმრო დატოვოს, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაა, მაგრამ ხელისუფლება, სამწუხაროდ ამ ნაბიჯს არ დგამს და ახლა საუბარია ამინისტიის შესახებ კანონზე, ეს კანონიც არის ძალიან საფრთხილო. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, ყველაფერი უნდა გააკეთონ, პასუხისმგებლობა აიღონ, რომ ეს ამინისტია არ შეეხება იმ მოძალადეებს, რომლებმაც უკანონობა ჩაიდინეს 20 ივნისის ღამეს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კანონის განხილვასა და შემუშავებაში, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა, ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. იმ ფორმულირებით, როგორც ხელისუფლებას სურს, თუნდაც გირაოთი, ამ ფორმით მელია არასდროს დატოვებს საპატიმროს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა