უდუმაშვილი – საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის

ოპოზიციის მთავარი ამოცანა დღეს არის ვადამდელი არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა და ბუნებრივია, ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მე დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში ყველა დასავლური ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის ეს ორი ხაზია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ორივე მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, კომიტეტმა უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა იმ მიმართულებით, რომელიც არის პრიორიტეტული და მთავარი „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესი. ის დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი ქართულ ციხეში. ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ბუნებრივია, ეს უკანონობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ზოგადად უნდა დავასრულოთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ პოლიტიკური პატიმრების თემა. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების ყველა ფენას, რომელსაც სურს, რომ ჩაერთოს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საკრებულოს სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიამარტვილის საკრებულოს შენობის შესასვლელთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება გამოცხადდა