უდუმაშვილი – საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განიხილავენ პარტიის სამომავლო სტრატეგიას, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.

მისი თქმით, სწორედ პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს ამ ყველაფერზე და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

“ბუნებრივია, ძალიან რთულ პერიოდში ვართ, რთული ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ, დიახ, ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ. პარალელურად, განიხილება ყველა ის მიმართულება, რომელიც აქამდე იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა, ტალღა და ქუჩის პროტესტი. ასევე, ძალიან აქტიურად იქნება მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აქტიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ დრო არის ძალების გაერთიანების, რათა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე”, – აცხადებს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება სიღარიბესთან ბრძოლა
შემდეგი სტატიაადვოკატი: სააკაშვილთან დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მკურნალ ექიმს