უდუმაშვილი – სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას არავინ ეხვეწება

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას არავინ ეხვეწება, პირიქით, მისგან უნდა წამოსულიყო ეს, მაგრამ ის ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იყო დანაშაულებრივი.

„ადრე ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა, გუშინ ეს იყო პირდაპირ დანაშაულებრივი. ისიც კი ვერ გაბედა, ეთქვა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეთო. ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან რეალურად, წლების მანძილზე, ზურაბიშვილი ხარკს უხდის „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ პრეზიდენტად დანიშნეს და ახლა ამას ვიმკით. ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც თავის დროზე, პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული პირი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილს სჯერა, ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილების და ის რომ არ არის პოლიტიკური პატიმარი? ასეთი განცხადებები სამარცხვინოა ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელიც მთავარი ფიგურანტი უნდა იყოს იმაში, რომ როცა ასეთი პროცესია ქვეყანაში მთავარი მომრიგებელი და არა პირიქით გამწვავებელი. სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას არავინ ეხვეწება, პირიქით, მისგან წამოსული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, რაც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში
შემდეგი სტატიაგაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი – ფადი ასლის მიმართავა ღარიბაშვილს