უდუმაშვილი – სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია

სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სალომე სამადაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, რომ ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. პარტიის პოზიცია არ იყო, როდესაც სალომე სამადაშვილი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ხელი მოაწერა შეთანხმებას. რაც შეეხება მის მომავალს, მე რა აზრიც გამოვიტანე მისი პოსტიდან, მან დატოვა პარტია და მიიღო თავად ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანდრიუს კუბილიუსი – ვულოცავ საქართველოს, როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კრიზისი სრულდება
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – შეთანხმების ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ კრიზისი დაიძლია