უდუმაშვილი – როდის და როგორ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სააკაშვილი საქართველოშია

მთავარი ის არ არის, როგორ და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, მთავარია ის, რომ სააკაშვილი საქართველოშია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეც დილით შევიტყვე “ფეისბუქის” მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. როგორ შემოვიდა და როდის ჩამოვიდა საქართველოში ამას ახლა, არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარია ის, რომ ის საქართველოშია. მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხვალინდელ არჩევნებში. ხვალ, ყველა ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ.

არ ვიცი, სად არის სააკაშვილი და როგორ გეტყვით? ბუნებრივია, რაც არ ვიცი იმას ვერ გეტყვით. მე ვამბობ იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება და რასაც ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს ვენდო მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას”, – აცხადებს უდუმაშვილი.

 

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

 

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – სააკაშვილი დაბრუნდა მშვიდობით, ახლა დიდი შერიგება დავდოთ
შემდეგი სტატიაგზაში კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, რომ ჩამოვედიო… – დავითულიანი