უდუმაშვილი – როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან

თუ “ქართული ოცნება” ყურად არ იღებს რასაც ეუბნებიან, ამას კონკრეტული სანქციები მოჰყვება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად დაინახა, ვისთან აქვთ საქმე, როცა “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ “გადააგდო” პარტნიორები.

“როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან. თუ ყურად არ იღებს “ქართული ოცნება” რას ეუბნებიან, მაშინ ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ოღონდ ეს გადაწყვეტილებები იქნება სანქციები. ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვისთან აქვთ საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომელთაც არაერთხელ გადააგდეს პარტნიორები. ასე რომ, მეტს აღარაფერს აპატიებენ „ქართულ ოცნებას“ და თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ამას მოჰყვება სანქციები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე მოასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა