უდუმაშვილი: ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებებმა, მოლაპარაკების მაგიდა “პრაქტიკულად ააყირავა” და “თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივი იყო რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა”.

“დღეს ნაციონალური მოძრაობა რისთვის უნდა მისულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ქართული ოცნება პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება საერთოდ. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი?!”- ამბობს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, ალბათ, მომდევნო კვირას გაიმართება.

“მათ რომ სდომოდათ რეალურად უბნების გახსნა და ხმების დათვლა, ამას გააკეთებდნენ მაში8ნ როცა ჩვენ ვითხოვდით და სარჩელები გვქონდა შეტანილი. იქ უკვე დიდი ხანია ყველაფერი გასწორებულია, ანუ რაც არ უნდა თვალო შენ, ვეღარც გაყალბებულ ბიულეტინებს იპოვი, ვეღარც დაუბალანსებელ ოქმებს იპოვი და ვეღარაფერს ვეღარ იპოვი. იქ გადათეთრებულია აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი სატყუარა ქართული ოცნების მხრიდან”.- აღნიშნა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე არ საუბრობს პარლამენტში შესვლაზე
შემდეგი სტატიაგუგავა – როდესაც გემუქრებიან და შუბლზე პისტოლეტს გადებენ, მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს