უდუმაშვილი – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დავიტოვოთ არანაირი შანსი, რომ სცადოს შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვება

„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ უნდა დავიტოვოთ, იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის უახლესი ისტორია დადგა საფრთხის ქვეშ.

„საფრთხის ქვეშ დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ვექტორი, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“. არჩევენი ახლა ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295
შემდეგი სტატიაჯანაშია – დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს