უდუმაშვილი – „ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება

მოსამართლეების განცხადება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შიდა საქმეებში ერევა, მიმართულია იქითკენ, რომ უფსკრული, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და დასავლელ პარტნიორებს შორის, უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„ბუნებრივია, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. უმკაცრესი შეფასებები მოვისმინეთ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის იმ პროცესზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის დამღუპველი პროცესი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას განცხადებების შემდეგ კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღუდუშაური – პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა