უდუმაშვილი: მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

ჩვენ მივალთ ამ კონსულტაციებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი, რომ გავხსნათ დიალოგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი წინადადებები ექნება.

„ჩვენ ჩვენი წინადადებებით მივალთ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ არსებობს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ თუ დავიწყეთ რაღაც დათქმებით დიალოგზე მისვლა, ეს უკვე ნიშნავს დიალოგის ჩაშლას. ჩვენ გვაქვს შეხედულებები, როგორ უნდა დაიძლიოს ეს პოლიტიკური კრიზისი. მთავარი საკითხები თუ არის, რომ უპირობოდ უნდა შეწყდეს ყველა იმ ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური დევნა, რომელიც დღეს იმყოფება პოლიტიკური დევნის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ასევე ეხება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმას, ეს არის ჩვენი წინადადებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუნრა და აღნიშნა, რომ აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.

„სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავრი მიზანი, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მოქალაქე გენერლის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს