უდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის ერთი რომელიმე პარტიის მიზანი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, ის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა საქართველოს მოსახლეობას და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიზანი, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა და ბუნებრივია, ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, ის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა საქართველოს მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა პარტია შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სერიოზული ამოცანა და ეს არის მიხეილ სააკაშვილის ამოცანაც. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ ბრძოლის შედეგად ვადამდელ არჩევნებამდე და ბუნებრივია, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა და გუშინდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რაიმე თანამდებობაზე ქონდეს პრეტენზია. ის ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილი, სადაც არ უნდა იყოს, რა პასპორტიც არ უნდა ქონდეს, ის ყოველთვის იქნება ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსის განცხადება და მისი მოქმედება ყოველთვის ახდენს გავლენას მით უმეტეს მის მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“, – განახცადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური: დაგვიტოვეთ უფლება, ვიმოქმედოთ ისე, რასაც გვავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა
შემდეგი სტატიატიკარაძე:ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და როგორც ექიმისთვის, ასევე როგორც პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარში