უდუმაშვილი: კიდევ დავაყენებთ წინადადებას, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე მელია ციხეში იმყოფება

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

უდუმაშვილის თქმით, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.

“ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება”,- აცხადებს უდუმაშვილი.

დღეს, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც თუ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიოქრიაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ
შემდეგი სტატიამოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ