უდუმაშვილი – ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში

დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია – ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში.

“დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!” -აღნიშნავს უდუმაშვილი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ აქციაზე არ იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ “დღეს არ არის პოლიტიკური სიმპათიების და ანტიპატიების დრო”.

„ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი. ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია, მეორეს მხრივ, კი პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, რომ არ მიდიან აქციაზე. მგონი, მოვა ის ხალხი აქციაზე, რომელიც თავს იკავებს”, – აღნიშნავს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა