უდუმაშვილი – ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყება ნამდვილად არ გამკვირვებია, ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ

ელენე ხოშტარია ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ამ დღეების განმავლობაში და ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ეს ნაბიჯი – ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ ბრძოლაში თავდადება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება და დრო, რომ ხელისუფლებას ვადები მივცეთ და ულტიმატუმები ვუყენოთ. ახლა არის ძალიან სწრაფი მოქმედების დრო. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და საუბარია კონკრეტულ დღეებზე და კონკრეტულ საათებზე. ამიტომ ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ იზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სამედიცინო სერვისი და ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება. არავინ გამორიცხავს ჩვენი დეპუტაციიდან, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, თუ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ყველა მზად არის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – ელენე ხოშტარიამ ძალიან მძიმე და გაბედული ნაბიჯი გადადგა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება დანაშაულებრივი იყო