უდუმაშვილი – ძალიან დიდი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ჯერ ბრძოლა გრძელდება

ძალიან დიდი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ჯერ ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში გავიმარჯვეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს. ძალიან დიდი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ჯერ ბრძოლა გრძელდება, რადგან წინ გვაქვს ხმის დათვლის პროცესი, საარჩევნო უბნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” ექნება მცდელობა, რომ გარკვეული მანიპულაციები მოახდინოს. ამიტომ ყველას, ვინც დღეს მივიდა საარჩევნო უბნებზე კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, უბრალოდ დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და დავიცვათ ჩვენივე ხმები. უახლოესი ჩვენი ამოცანაა ჩვენი ხმების დაცვა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსებ ხახალეიშვილი – დიდი მადლობა თანამებრძოლებს, ვალში ვარ ჩემს ქალაქთან
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: დღის ბოლოს ბევრ საარჩევნო უბანზე სიტუაცია დაიძაბა