უდუმაშვილი – დიალოგის ფორმატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი შერიგების გზაზე

დიალოგის ფორმატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი შერიგების გზაზე – ამ ყველაფრის ლოგიკური ბოლო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგება, ეს იქნება ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან მივიდნენ კონკრეტულ შედეგამდე.

“ასეთი დიალოგის წარმართვა იქნება გამოსავალი, რომ ჩვენ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით და წავიდეთ კრიზისის დაძლევის მიმართულებით. ახლა ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს. დიალოგს აუცილებლად ექნება შედეგი, თუ ისეთი ფორმატით წარიმართება, როგორც შემოთავაზებული იყო მიხეილ სააკაშვილისგან. თუ შეხვედრა შედგა, ეს იქნება ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან მივიდნენ კონკრეტულ შედეგამდე და ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის იმედი მაქვს. ეს ფორმატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა როგორც ყოფილ პრეზიდენტს, ასევე მოქმედ პრეზიდენტს, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ვითარება განიმუხტოს და წავიდეთ რეალურად შერიგების გზაზე და დავძლიოთ პოლარიზება და დაპირისპირება, რაც ქვეყანაში არსებობს. ამ ყველაფრის ლოგიკური ბოლო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ჩვენ თუ ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება, რომ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური დევნილები და ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ტყვე ამ ქვეყანაში”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდილარ ხაბულიანი ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება
შემდეგი სტატიამთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 11 საკითხი განიხილა